„ქართული ლუდის კომპანია“ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით სს „ქართული ლუდის კომპანია“ კიდევ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს. „ქართული ლუდის კომპანიამ“ შესაძლებლობის ფარგლებში, დევნილი სტუდენტების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა. კომპანიამ ოთხი სტუდენტის სწავლის საფასური გასულ წელსაც დაფარა და, დევნილი სტუდენტების საკეთილდღეოდ, ბიზნესსექტორის ჩართულობის კუთხით, სამინისტროსთან სამომავლო თანმშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„დევნილთა სამინისტროს კერძო კომპანიებთან შუამდგომლობით დაგვიფინანსდა სწავლის საფასური. მქონდა მცდელობა, რომ სხვადასხვა წყაროდან მომეპოვებინა დაფინანსება, მაგრამ უშედეგოდ. ჩემთვის ფინალური წელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე დავამთავრო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დევნილთა სამინისტროს“, – განაცხადა სტუდენტმა.
სტუდენტებს პირადად შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი. მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, დევნილი სტუდენტების განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. „დევნილთა სამინისტრო არის შუამავალი კომპანიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ“, – განაცხადა მამუკა ცოტნიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები