„თავისუფალი დემოკრატები“ საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად გააგრძელებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად გააგრძელებს. როგორც ფრაქციის განცხადებაშია აღნიშნული, პარტია ”თავისუფალ დემოკრატებს” პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით მათ 31 მარტს წერილობით მიმართეს.
„მოგახსენებთ, რომ გზა, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ერთად გავიარეთ, იყო საკმაოდ რთული და მძიმე. იყო ბრძოლა ცხრაწლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, მის დამარცხებაში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ერთად მივაღწიეთ ქვეყნის, მართლაც, თავისუფალ და დემოკრატიულ განვითარებას და გვინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარეთ, დიდი მადლობა გადავუხადოთ, თუმცა ბოლო პერიოდში რიგ საკითხებზე პარტიასა და ჩვენს შორის თანხვედრა არ იყო, რაც გვინდა აღვნიშნოთ, ჩვენი შიდა და პირადი საკითხია. ვთვლით, რომ საკრებულოში ჩვენი ფრაქციის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება იყო გააზრებული, ობიექტური და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე საკრებულოში მუშაობა განვაგრძოთ, როგორც დამოუკიდებელმა ფრაქციამ. ვიყოთ თავისუფალნი პარტიული ვალდებულებებისაგან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე უფრო მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ფრაქციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები