ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაციას მარნეულში გამართავს
“ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის”, – ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარნეულში გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური, ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნესმენებს შეხვდება და ქვემო ქართლის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრებს. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ შეისწავლა ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა. პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.