21 მსჯავრდებულმა გამწვანება- დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო

  პრობაციის ბიუროში ქვემო ქართლში აღრიცხვაზე მყოფმა პრობაციონერებმა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 9 აპრილის მემორიალის ტერიტორიაზე გამწვანება-დასუფთავების აქცია მოაწყვეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაში 21 პირობით მსჯავრდებული მონაწილეობდა.
მსჯავრდებულებმა ობელისკთან მისასვლელი გზა და მიმდებარე სკვერი მოაწესრიგეს. პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად აწყობს დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა, საზოგადოებრივად სასარგებლო აქციებს, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები