პორტუგალიამ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

პორტუგალიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. რამდენადაც მედიისთვის ცნობილი გახდა, აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ძალაში კი ის მას შემდეგ შევა, როდესაც ხელს პორტუგალიის პრეზიდენტი მოაწერს. “პორტუგალია არის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა. ბოლო რამდენიმე თვის განმალობაში პორტუგალიამ გააკეთა არაერთი მხარდამჭერი განცხადება, მათ შორის დაგმო რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. “ხელშეკრულებები”.
პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროპისკენ, ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ”, – განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები