პარლამენტმა ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ვაკანტურ თანამდებობებზე კომიტეტის ხელმძღვანელებს კენჭი უყარეს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი იქნება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თამაზ მეჭიაური, დიასპორის კომიტეტს სათავეში თემურ ჭკუასელი, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს გია ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. პარლამენტში ოთხი კომიტეტის ხელმძღვანელები მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შედეგად წარადგინა. პარლამენტში აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობები „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.