“თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, აღნიშნულ პარტიასა და საკრებულოში არსებულ ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატების” საქმიანობას შორის შეუსაბამობა იკვეთება. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დმეოკრატების“ საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანამიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისათვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები