დედაქალაქის საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, უმრავლესობის წევრებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული უფლების აღიარების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გამარტივდება. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახალ კანონში შესული ცვლილება გულისხმობს ვადის გაზრდას და მართლზომიერი მფლობელობის უფლება, ანუ დაკავებული მიწის დასაკანონებელი წელი უკვე არა 2007, არამედ 2011 წლით იქნება განსაზღვრული.
„ეს „ქართული ოცნების“ გუნდის წინასაარჩევნო დაპირება გახლავთ და, შესაბამისად, ჩვენი მუშაობაც უფრო მეტი მოქალაქის სურვილის დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი“,-აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. მისივე განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების მართვისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მიწის ლეგალიზაციის ახალი კანონპროექტი უახლოეს მომავალში ჯერ დედაქალაქის მერიას, ხოლო შემდგომ საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება დასამტკიცებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები