თეა წულუკიანი კოტ დ’ივუარის დელეგაციას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. 17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული. იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას უძღვებოდა კოტ დ’ივუარის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბერნარდ თანოჰ-ბუჩუე.
მხარეები მომავალ თანამშრომლობასა და ქართული რეფორმების დარგში გამოცდილების გაზიარების მიზნით ტექნიკური ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. საქართველოს გამოცდილების გაზიარების რეკომენდაცია კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებმა (ICF) მისცეს.
დელეგაცია საქართველოს 29 მარტს ეწვია. მისმა წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან მიხეილ სარჯველაძესთან; მოინახულეს იუსტიციის სახლი; აღსრულების ეროვნული ბიურო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულებების გარდა, ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციასაც ესტუმრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები