სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო მუშაკების გადამზადება გრძელდება

  სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო და სოციალური მუშაკის გადამზადება გრძელდება.
ტრენინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანსაღი გარმოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის საკითხებზე 2 ჯგუფისთვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით გადამზადება სამედიცინო და სოციალურ მუშაკთა 2 ჯგუფმა თებერვალში გაიარა. აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ – ფარგლებში. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები