გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლა ევროპაზე საუბრით დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მისი რიგით მეორე გამოსვლა ევროპაზე საუბრით დაიწყო.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ისტორიულად და კულტურულად საქართველო ევროპაა.
„ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისათვის. ჩვენი მიზანია მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქრათველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ახლა არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთსაც სჭირდება ძლიერი საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები