ზვიად ძიძიგური ეჭვობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავად არის ფარული მოსმენების მსხვერპლი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ეჭვობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავად არის გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების ფარული მოსმენის მსხვერპლი. ” ჩვენ თავად ვართ უმრავლესობა. ხშირ შემთხვევაში პარლამენტის კედლებშიც კი ფარული მოსმენებისგან დაუცველები ხშირად წავაწყდებით ხოლმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩვენს პარტიულ, უმრავლესობისა თუ კოალიციურ შეკრებაზე სიტყვა -სიტყვით გადაცემულ რეპორტაჟებს. ანუ ფარულ მოსმენას პირიქით უმრავლესობის მიმართ ახორციელებენ გარკვეული არასამთავრობოები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ფარული მოსმენები არ უნდა იყოს ქვეყანაში. ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, და ხელისუფლებამ უკვე დაიცვა ეს წესი, ასევე ყველას”, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები