ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ფარული მოსმენების განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიები მზად არის

დღეიდან ფარული მოსმენების ორეტაპიანი სისტემა ამოქმედდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესის განსახორციელებელი ტექნოლოგიები უკვე მზად არის, ხოლო თუ არსებობს ხარვეზები, უახლოეს მომავალში გამოსწორდება.
„მომზადდა პროგრამები და ტექნოლოგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. ახლა დაიწყება ტესტირების რეჟიმში ამის გამოცდა, და თუ რაიმე ხარვეზებია, ეს ხარვეზებიც გამოსწორდება. ვფიქრობთ, ამას არ დასჭირდება 6 თვეზე მეტი და ჩვენი მოქალაქეების უფლებები უკეთ იქნება დაცული, ვიდრე აქამდე იყო. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოკლე ხანში კიდევ უკეთეს მოდელს შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები