გიორგი მარგველაშვილი: ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას, ინფორმაცია არ მაქვს

თუ ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას, ინფორმაცია ამის შესახებ მე არ მაქვს, – აღნიშნულის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხვალ პარლამენტში გამოსვლისას აქცენტი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე გაკეთდება.
“ხვალ გაკეთდება აქცენტები, ძირითადად, ეკონომიკაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე საქართველოში, ასევე, მოსახლეობის ჩართულობაზე. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას, ინფორმაცია ამის შესახებ მე არ მაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მერაბ ტურავას მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა 31 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები