დავით უსუფაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერს, ოლემიკ ტომესენს ხვდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ნორვეგია-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კუთხით. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ნატოსთან ურთიერთობის საკითხებს, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და ევროპული სახელმწიფოების ჩართულობის მნიშვნელობას, რეგიონალური პრობლემების მოგვარების პროცესში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ნორვეგიის პარლამენტის სპიკერი ოლემიკ ტომესენი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები