დავით საგანელიძე: პრეზიდენტს მოვუსმენთ იმ ფორმატში, რა ფორმატზეც გვქონდა საუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ 31 მარტს, გიორგი მარგველაშვილისთვის ყოველწლიური ანგარიშის მოხსენების გამართვისთვის კარი ღიაა, რადგან ამისათვის მას სრული კონსტიტუციური უფლება გააჩნია.
“არ ვიცი, თუ ვინმეს სჭირდება იმ ინფორმაციის მიწოდება, რომ პრეზიდენტი მობრძანდება პარლამენტში 31- ში. მეტი რა ინფორმაცია უნდა გასცეს პარლამენტმა, ეს, მე მგონი, ყველა უწყებამ იცის. ამის შესახებ ყველას აქვს ინფორმაცია და ერთი რამ ძალიან მარტივია, რომ პარლამენტი იწვევს პრეზიდენტს. დავხვდებით, მოვუსმენთ, იმ ფორმატში, რა ფორმატზეც გვქონდა საუბარი. ეს ინფორმაცია ყველა უწყებას, ყველა ორგანიზაციას, ბუნებრივია, აქვს”,- განმარტა საგანელიძემ.