სახლი, რომელსაც აღმაშენებლის №144 -ში მდებარე სასტუმრო “ჰოსტელ შარკი” ფასადად იყენებდა, იყიდება (ფოტოკოლაჟი)

თბილისში მოღვაწე ცნობილი გერმანელი არქიტექტორის პაულ შტერნის მიერ აშენებული სახლი, რომელსაც აღმაშენებლის №144 -ში მდებარე ე.წ. სასტუმრო “ჰოსტელ შარკი” ფასადად იყენებდა, დღეს იყიდება.
“კვირა” აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და სახლის ერთ-ერთ მფლობელს, ირაკლი გიორგაძეს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული შენობის გაყიდვის მიზეზი სულაც არ იყო დაკავშირებული აღმაშენებლის №144- ში მდებარე სასტუმროსთან. უძველესი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილება სახლის მაცხოვრებლებმა ერთხმად მიიღეს. როგორც გიორგაძემ განაცხადა, აღნიშნულ სახლში 12 ოჯახი ცხოვრობს.
რაც შეეხება სასტუმროს, რომელიც “ბუქინგ ქომზე” პაულ შტერნის მიერ აშენებული სახლის ფოტოს ფასადად იყენებდა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, დღემდე არ აქვს აბრა, ან რაიმე სახის მიმანიშნებელი იმისა, რომ ეს ნამდვილად სასტუმროა და არა რაიმე სხვა სახის დაწესებულება.
იხილეთ სტატია:http://kvira.ge/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94/ kvira.ge kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები