ირაკლი ჩიქოვანი ჟვანიას საქმეზე: ეს ძალიან საფრთხილო საქმეა
ეს ძალიან საფრთხილო საქმეა, – ასე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე FBI-ის დასკვნას, რომელის ნაწილი გუშინ გადაცემა „არჩევანში“ გასაჯაროვდა. მისი თქმით, თუკი რაიმე ეჭვი არსებობს, გამოძიებული უნდა იყოს. „ვინაიდან ამ საქმეს სჭირდება ძალიან დეტალური გამოძიება, თუ არსებობს ოდნავ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა საკითხი არის გამოუძიებელი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.