ირაკლი ღარიბაშვილი: უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფუნქცია ექნება ათონელის რეზიდენციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რა ფუნქცია მიენიჭება ათონელის რეზიდენციას, უახლოეს მომავალში გადაწყდება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ათონელის რეზიდენცია აშენდა და გარემონტდა პრეზიდენტისთვის, მაგრამ ვინაიდან პრეზიდენტმა იქ გადასვლაზე უარი თქვა, მთავრობას ჯერ არ უმსჯელია იმაზე, თუ რა განთავსდება აღნიშნულ შენობაში.
“უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა განთავსდება, რომელი სამინისტროები, თუ რა ფუნქცია მიენიჭება ამ ობიექტს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები