ლევან გაბუნია გიორგი გაბუნიას: შენც ტყემალზე ზიხარ გიორგი…

  • „შენც ტყემალზე ზიხარ გიორგი“, – ამ სიტყვებით მიმართა 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას მამამ ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს გიორგი გაბუნიას. გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა ლევან გაბუნიამ ვრცლად ისაუბრა, 2003 წელს მომხდარი დანაშაულის შესახებ, როდესაც მისი შვილი ზურა ვაზაგაშვილმა, როგორც მკვლელობის მოწმე ისე მოკლა.
    „მე თბილისელებთან მაქვს საქმე, მე იმ ხალხზე არ ვსაუბრობ, რომლებიც რაიონებიდან თბილისში ჩამოდიან თავისი ყოფითი პირობების მოსაგვარებლად, ვინც არაფერი არ იცის თუ რა ხდება თბილისში, ვინც ტყემალზე ზის… მე თბილესელებს მივმართავ, ვინც იცის, თუ ვინ იყვნენ მამა-შვილი ვაზაგაშვილები. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყო ზურა ვაზაგაშვილი და იური ვაზაგაშვილი. ისინი იყვნენ კრიმინალები. ზურა ვაზაგაშვილი იყო მკვლელი, მარტო ბექა პაპუაშვილზე და ჩემს შვილზე არ ვსაუბრობ, ზურა ვაზაგაშვილი მანამდეც კრიმინალი იყო და მის საქმეებს მოჰყვა მერე მკვლელობები. ყაჩაღი და ბანდიტი იყო. ქურდი იყო და კრიმინალი იყო. უბანში ყველამ იცოდა, რომ კრიმინალი იყო. ყველამ კარგად იცის, იური ვაზაგაშვილი რას საქმიანობდა „ჯაზუში“, ყველა თბილისელმა იცის”, – აღნიშნა ლევან გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები