მიხეილ ძაძამიას თქმით, მას და კობა ხარშილაძეს რაულ უსუპოვის ცხედარი ხელიდან გაუვარდათ

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ძაძამიამ დღევანდელ პროცესზე დეტალურად გაიხსენა ზურაბ ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალების ღამეს მომხდარი მოვლენები. ძაძამიას თქმით, მაშინ, როდესაც ის და დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე ბინაში შევიდნენ, არც ჟვანიას და არც იუსუპოვს სხეულზე დაზიანებები არ გააჩნდათ. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს დაზიანება მხოლოდ ტუჩის არეში აღენიშნებოდა. ძაძამიამ ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე, კონსპირაციულ ბინაში ის და ხარშილაძე შეეცადნენ რაულ უსუპოვის გამოყვანას, რა დროსაც მათ რაულ უსუპოვის ცხედარი ხელიდან გაუვარდათ, რის გამოც, უსუპოვს ტანსაცმელი დაესვარა.
მიხეილ ძაძამიას ზურაბ ჟვანიას საქმეზე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის ბოლოს შეეცვალა და ის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

სასამართლო პროცესი 10 თებერვალს, 12.00 საათზე გაგრძელდება, სადაც საქმეში ბრალდებულ ლევან ჩაჩუას დაკითხვა იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები