„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ლიტვის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ (ვიდეო)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები: დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი კანდელაკი, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბარამიძე ლიტვის დელეგაციას შეხვდნენ.
დელეგაციის წევრებთან, რომლის შემადგენლობაშიც არიან ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი, ასევე ლიტვის პარლამენტის წევრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აზუბალისი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოდიან ჩვენი მეგობრები, ამ შემთხვევაში ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ლიტვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათთან ერთად საშუალება გვაქვს ვიმსჯელოთ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები