პროკურატურა 14:00 საათზე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებენ.
დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე 11 პირია დაკავებული. მათ განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები პროკურატურიდან დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაჰყავთ. როგორც ხაჟალიამ აღნიშნა, ფირცხალავა უკვე გადაყვანილია დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
ზურაბ ვაზაგაშვილი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლა.