შს მინისტრი ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნეკსს შეხვდა

   შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნეკსს შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, აგრეთვე ისაუბრეს შსს-ს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი ასევე შეეხო პოლიციის რეფორმას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნეკსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები