პროკურატურა ფირცხალავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან ლევან ბეროძე და კახა ნაკანი.
არსებული ინფორმაციით, ისინი პროკურატურამ დააკავა და საქმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხება.
მთავარი პროკურატურა ფირცხალავას, ნაკანისა და ბეროძის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ დაკითხავენ, რის შემდეგაც პროკურატურა განცხადებას გააკეთებს.
ამასთან, როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში“ განუცხადეს, ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს დილით წაიყვანეს, თუმცა დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.