„სიმინდის კუნძულის“ წარმატება
„კინო მშვიდობისთვის“ – ამ ნომინაციაზე გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ წარადგინეს. საერთაშორისო ფონდ „მწვანე ფილმის“ მთავარი ნომინაციის „კინო მშვიდობისთვის“ გამარჯვებული ბერლინში, ბერლინალეს ფარგლებში, 9 თებერვალს გალადაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
„კინო მშვიდობისთვის“ საერთაშორისო ფონდია, რომელიც ლეონარდო დიკაპრიომ და მიხეილ გორბაჩოვმა დააარსეს. ფონდი ყოველწლიურად სოციალურად და პოლიტიკურად აქტუალურ, მშვიდობის თემაზე შექმნილ ფილმებს აჯილდოებს. ამ პრემიას წლებია მხარდაჭერას უცხადებენ ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, შონ პენი, ჯორჯ კლუნი, ჯულია რობერტსი და სხვები.
ქართულ ფილმს 2015 წელს რეკომენდაცია „ოსკარის“ კომიტეტმა გაუწია. გალადაჯილდოებას 9 თებერვალს ბერლინში, წელს ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც დაესწრება.