ევროპის ბაზარზე ქართული კივი იყიდება

21 იანვრიდან გერმანიაში, შტუტგარტის რეგიონში, Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელში ქართული კივი იყიდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ევროპულ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტს კომპანია „ნერგეტა“ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის თხოვნას, ქართული კივი ეტიკეტით – საქართველო, კომპანია „ნერგეტა“ – გაყიდულიყო Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელის ხელმძღვანელობა დათანხმდა და დახლებზე ქართული პროდუქტი სწორედ ასეთი ეტიკეტით იყიდება.
ქართული კივი კიდევ ერთი პროდუქტია, რომელსაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, ევროპულ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარები იხსნება.
“ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა ახალი ბაზრების ათვისებისა და გახსნილ ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების შემდგომი ზრდის მიმართულებით.
უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპის ბაზრებზე, როგორებიცაა ღვინო, ბრენდი, მინერალური წყლები, თხილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები