საგარეო უწყება „კანონიერი ქურდების” დაჯგუფების წევრთა დაკავებაზე ინფორმაციას არ ფლობს

ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდების” დაჯგუფების წევრთა დაკავების თაობაზე ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს სალჩო ინფორმაციას არ ფლობს, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუმარტეს, ქართველების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ადგილობრივ სამართალდამცველებს საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის არ მიუწოდებიათ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საელჩოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ და ინფორმაციის სანდოობას ამოწმებენ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 10-ზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელთაგანაც ყველა საქართველოს მოქალაქეა, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულებიდან ხუთის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია.
პოლიციის მონაცემებით, სამი ქართველი გასულ ორშაბათს პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ იველინში სახლის გაძარცვის ფაქტზე, დანაშაულის ადგილზე, დანარჩენები კი მეორე დღეს, სხვა ქალაქებში დაიჭირეს, სადაც ისინი სასტუმროებში და ბინებში ცხოვრობდნენ.
მათი საცხოვრებლების ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, ფოტოაპარატები და პლანშეტური კომპიუტერები აღმოჩინეს.
ფრანგი სამართალდამცველები თვლიან, რომ მათ გაუმართლათ, რადგან მთლიანი ბანდის ნეიტრალიზაცია მოახდინეს.
სამართალდამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული დანაშაულებრივი ჯგუფი კარგად იყო ორგანიზებული და პარიზის რაიონში, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მათ 60-მდე სახლი და ბინა გაძარცვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები