დავოსში საქართველოს დელეგაცია წამყვან კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია წამყვან კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დღეს შეხვედრა გაიმართა Jindal Steel and Power-ის თავმჯდომარესთან. ქართულმა მხარემ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ Jindal Steel and Power-ის თავმჯდომარემ, ნავინ ჯილნდალსმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა და დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ენერგიის და ფოლადის მწარმოებელი ინდური კომპანია Jindal Steel and Power-ი მოღვაწეობს აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 2014 წლის მდგომარეობით, კომპანიის შემოსავალმა მიაღწია 3.2 მილიარდ დოლარს, დასაქმებული ჰყავს 15 ათასამდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები