ორთაჭალაში 5 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

გორგასლის ქუჩაზე 5 ავტომანქანის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ისინი დედაქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „კვირას“ კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორთაჭალიდან ავტომანქანების გადაადგილება შეძღუდულია და რუსთავის მიმართულებით მოძრაობა გადაკეტილია.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანა აალდა, თუმცა, ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები