გამოფენა „კლასიკა და მოდერნიზმი 21-ე საუკუნის კალიგრაფიაში“ გაიმართება

22 იანვარს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გამოფენა „კლასიკა და მოდერნიზმი 21-ე საუკუნის კალიგრაფიაში“ გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კალიგრაფების: ალექსანდრე მამუკაშვილისა და ოთარ მჭედლიშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები, ხელნაწერი წიგნები, და ა.შ. გამოიფინება, როგორც ტრადიციული კალიგრაფიული ნიმუშები, შესრულებული ეტრატზე, ბატის ფრთით და ლერწმის კალმით, ასევე მოდერნისტული კონცეფციის მქონე კალიგრამები, რომლებსაც მხატვრული ღირებულებით ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო მასშტაბით.
გამოფენის მიზანია, შეაჯამოს კალიგრაფების შემოქმედება და თბილისში კალიგრაფიის საკვირაო სკოლის საზეიმო დასაწყისი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები