რა ხდება გარედან გარემონტებულ თბილისის საჯარო სკოლაში – სად სწავლობენ მოზარდები (ფოტოკოლაჟი)
ისანი – სამგორის რიონში მდებარე 106 – საჯარო სკოლას ათწლეულზე მეტია სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სკოლაში გამოსაცვლელია ცენტრალური გათბობა, რომელიც ამ ეტაპზე გაუმართავია. შესაღებია კედლები, დასაგებია იატაკი, გასარემონტებელია საკლასო ოთახები და შესასყიდია ახალი მერხები, ანუ მთლიანი ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი.
სკოლას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დახმარებას დაჰპირდა. სავარაუდოდ, შენობას 2015 წელს შეაკეთებენ. დირექტორმა თენგიზ გულორდავამ „კვირას“ განუცხადა, რომ შარშან განათლების სამინისტრომ შენობის ფასადის შესაკეთებლად თანხა გამოყო, შესაბამისად, სკოლა გარედან მთლიანად გარემონტდა, მისი შიდა ნაწილი კი, სავალალო მდგომარეობაშია. გულორდავას იმედი აქვს, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა მალე გაუმჯობესდება და მოსწავლეებს განათლების მისაღებად შესაბამისი პირობები წელს მაინც შეექმნებათ. დირექტორი აცხადებს, რომ ათწლეულის განმავლობაში მათ წინა ხელისუფლებისგან დახმარება არ მიუღიათ.