„მთავრობის წევრები არ არიან ვალდებულები, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის პარლამენტში მომსმენის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მანვე ყურადღება პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობის დასწრების საკითხზეც გაამახვილა. ძიძიგურის განცხადებით, კანონი არ ავალდებულებს მთავრობის წევრს, რომ პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს.
„პრეზიდენტის მოსვლის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. პოლიტიკაში ყველაფერს არეგულირებს კანონი. რაც კანონში არ წერია, ის რაიმე ტიპის ვალდებულებას არ გაძლევს. კანონში არსად არ არის აღნიშნული, რომ მთავრობის წევრები ვალდებულები არიან, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ. მთავარია, ჩვენ ის არ დავარღვიოთ, რაც კანონშია, თორემ რაც არ წერია, იმის, გინდა თუ არა შესრულება სავალდებულო არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტიც, პრემიერიც და პარლამენტის თავმჯდომარეც შეთანხმდებიან, თუ როგორი ფორმატით მოხდება პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები