„გოლფ კლუბმა ამბასადორმა“ კაჭრეთში გრანდიოზულ საშობაო საღამოს უმასპინძლა

სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასმა“ „გოლფ კლუბ ამბასადორში“ ქართველი მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავების მონაწილეობით საშობაო საღამო გამართა, რომელიც დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი კლასის ევროპული კერძებით და ამაღლებული განწყობით გამოირჩეოდა.
მაყურებლებს შობა ისეთმა ვარსკვლავებმა გაულამაზეს, როგორებიც არიან: თამარ ივერი და ანიტა რაჭველიშვილი…
საღამოთი აღფრთოვანება არ დამალეს ქართველმა საესტრადო და საოპერო ვარსკვლავებმაც. როგორც მონაწილეებმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადეს, საღამოს ძალიან კარგად ორგანიზებული იყო და მასში მონაწილეობით თავადვე უდიდესი სიამოვნება მიიღეს.
მათი განცხადებით, “გოლფ კლუბი ამბასადორი კაჭრეთში” საუკეთესო ადგილია როგორც განსაკუთრებული საღამოების მოწყობისთვის ისე დასვენებისა და განტვირთვისთვის.
უმაღლესი დონის იყო სასტუმროს მომსახურებაც. როგორც „კვირას“ „არტპალასის“ ღონისძიებების დეპარტამენტის დირექტორმა ეკა იოსელიანმა განუცხადა, საღამომ თავისი სილამაზითა და ამაღლებული განწყობით მოლოდინს გადააჭარბა. მანვე თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის სასტუმრო „ამბასადორის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვამართეთ საშობაო შეხვედრა. იმედი გვაქვს, რომ შობის საღამოს აღნიშვნა კონცერტითა და ევროპული ვახშმით ტრადიციული გახდება.
ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო „ამბასადორს“ თანამშრომლობისთვის. სასტუმროს წარმომადგენლები, პირველ რიგში, ზუსტად მიხვდნენ ღონისძიების შინაარსს და გვერდით დაგვიდგნენ. მათი თანადგომა გამოიხატება თუნდაც მენეჯერებისა და მათი „სტაფის“ დახმარებით ფინანსურ თანამშრომლობაში, სტუმრების უმაღლესი მიღება – დახვედრით, ყველაფრით ძალიან კმაყოფილები ვართ და მომავალშიც აუცილებლად ვითანამშრომლებთ მათთან’, – განაცხადა ეკა იოსელიანმა.10906050_909593522418826_748616750278581182_n
როგორც იოსელიანმა „კვირას“ განუცხადა, მუსიკალური საღამო, რომელშიც ქართველი საოპერო და საესტრადო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, სამ ნაწილად იყო დაყოფილი.
სპეციალურად საშობაო საღამოში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ჯ. ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიის პროფესორი და ჯ. როსინის სახელობის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, მაესტრო დანიელე აჯიმანი ესტუმრა.
კონცერტის პირველ ნაწილში, ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რ. შტრაუსის „ვალსები“ და ცნობილი იტალიური და ფრანგული ოპერებიდან არიები შესრულდა. მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, ევროპული ოპერების არიები ისეთი ვარსკვლავების შესრულებით მოესმინათ, როგორიცაა: თამარ ივერი, თეონა დვალი, ოთარ ჯორჯიკია, ირაკლი კახიძე. საღამოს სპეციალური სტუმრების სტატუსით მედეა ამირანაშვილი, ნანი ბრეგვაძე და პაატა ბურჭულაძე ესწრებოდნენ.
„საღამოს მეორე ნაწილში სპეციალური პროგრამით მსმენელის წინაშე მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და პიანისტი დავით ალადაშვილი წარსდგნენ. ამ პროგრამას მუსიკოსები უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ასრულებენ“,-განაცხადა ეკა იოსელიანმა.10922428_909593382418840_3987800476562933720_n
კონცერტის დასკვნით ნაწილში “არტპალასმა” ახალგაზრდა ქართველ მომღერლებს მისცა შანსი, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები ორკესტრის თანხლებით შეესრულებინათ. მათ შორის იყვნენ სოლისტები: ლუკა ზაქარიაძე, ელენე კალანდაძე, მაკა ზამბახიძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ნინა სუბლატი, ნიკო ბერიძე. საღამოსთვის პროგრამა მთლიანად არანჟირებული იყო.
III ნაწილის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი, რეჟისორი კი დავით საყვარელიძე იყო. საღამოს კონცეფცია გულისხმობდა ჩაცმის სტილის – Black Tie – დაცვას.
საშობაო საღამოს შესახებ „კვირა“ „არტპალასის“ მარკეტინგის დირექტორს სოფო ალექსიძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით, საღამომ მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო და მასზე სიუჟეტები ყველა წამყვანმა არხმა მოამზადა.
„არტპალასის“ მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, ამ ღონისძიებით „არტპალასი“ საქართველოში საშობაო საღამოების გამართვის ტრადიციას საფუძველს უყრის .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები