გოგი სარაჯიშვილი: „ბუდაპეშტი“ ყოველთვის ეკუთვნოდა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას

ისტორიკოსი გოგო სარაჯიშვილი 1958 წელს აშენებულ სასტუმრო „ბუდაპეშტს“ იხსენებს. როგორც სარაჯიშვილი ამბობს, ადგილი სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო, ყოველთვის ეკუთნოდა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიას.
„ეს ადგილი არასდროს არ იყო ვაკის პარკის ტერიტორია. თუ ეს ვაკის პარკია, მაშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია რა არის? თუ ინვესტორი ადგილზე არაფერს არ არღვევს, რატომ არ უნდა მიეცეს მშენებლობის საშუალება გაუგებარია“, – აცხადებს სარაჯიშვილი.
ამერიკელი ინვესტორი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე თანამედროვე სასტუმროს აშენებას გეგმავს. სასტუმროს მშენებლობაზე 2 ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო 400 საშტატო ერთეული შეიქმნება. სასტუმრო მომავალი წლის გაზაფხულზე აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები