ანუკი არეშიძის და „კვირას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ (ვიდეო და ფოტოკოლაჟი)

დიზაინერ ანუკი არეშიძის და „კვირას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში დიდ დიღომში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს სხვადასხვა კომპანიები დაეხმარნენ. ტატალაშვილების ოჯახი, რომლიც გაჭირვების შესახებაც „კვირამ“ საზოგადოებას 12 იანვარს უამბო, დღეს დიზაინერი ანუკი არეშიძე პორტალ „კვირასთან“ ერთად ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.

თბილისში, დიდ დიღომში მცხოვრებ ივანე ტატალაშვილისა და გიული სამადაშვილის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ოჯახს, სადაც 5 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის გამოყოფილი დახმარების გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო არც ივანე ტატალაშვილი და არც მისი მეუღლე არ მუშაობენ.

10921679_920986554591997_1973109587_nივანე ტატალაშვილი ოპერაციას საჭიროებს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა როგორც „კვირას“ გიული სამადაშვილმა განუცხადა, ოპერაციის გარდა, თანხის მობილიზება ახალი გამოკვლევებისთვის და ნარკოზისთვისაც არის საჭირო, რასაც სახელმწიფო დაფინანსება არ ითვალისწინებს.

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ტატალაშვილების გაჭირვების შესახებ სწორედ პორტალი „კვირას“ მეშვეობით შეიტყო. მან ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც „კვირამ“ ერთობლივი“ საქველმოქმედო აქცია დაგეგმა.

ანუკი არეშიძემ ტატალაშვილების ოჯახს საჩუქრად დათბილული ქურთუკები გადასცა და ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადი გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქციები, პირველ რიგში, ყველას უხარია ყურადღება და, მით უმეტეს, როდესაც ეს ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ასეთი ოჯახი და, ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ჩვენ მათ სამსახურით დავემხარებით, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და პიროვნულად გაიზარდონ“,  – განაცხადა ანუკი არეშიძემ.

„დიზაინერ ანუკი არეშიძისა და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის „კვირას“ ინიციატივითა და ორგანიზებით ახალი წელი მივულოცეთ სოციალურად დაუცველ, ტატალაშვილების ოჯახს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ანუკი არეშიძემ მათ დათბილული ქურთუკები აჩუქა და ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადი გადაუხადა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „კვირას“ კომერციულმა დირექტორმა, ანა ჩანგიანმა.

“კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სხვადასხვა კომპანიების მხრიდან დაინტერესება მოჰყვა, კომპანიებმა ტატალაშვილების ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვეს.

ერთი-ერთი კომპანია, რომელიც აქციას გამოეხმაურა „ზედაზენია“ და ამავე ჰოლდინგში შემავალი სხვა კომპანიები: „ბარამბო“, „მიქს 2“ და „რკინა-ბეტონის შპალის“ ქარხანა. კომპანიის წარმომადგენლები „კვირას“ მეშვეობით ტატალაშვილების ოჯახის ცხოვრებას გაეცნენ და საქველმოქმედო პროექტში ჩაერთნენ. ისინი ტატალაშვილების ოჯახს „ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ პროდუქციით დაეხმარნენ. კომპანიის პიარ- მენეჯერმა ხათუნა მიქაცაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მათი კომპანია მსგავს პროექტებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს და ერთჯერადი დახმარებით არ შემოიფარგლება.

ტატალაშვილების ოჯახს დახმარება ასევე გაუწია პურის მწარმოებელმა კომპანია „ბალტიკ ბეიკერმა“. კომპანიის მფლობელის დიანა სევილევიჩის განცხადებით, კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში.

სოციალურად დაუცველ წვრილშვილიან ოჯახს საკვებითა და საყოფაცხოვრებო საგნებით დაეხმარა რესტორანი „წისქვილი“.

 

10939029_920986371258682_1572057090_o

10927381_920986381258681_963863048_o

10884197_920986531258666_1767056419_o

10909725_920986547925331_1233743230_o

10923093_920986694591983_1604351132_o

10927642_920986564591996_1291414135_o

10579086_920986561258663_1580061085_o

10918899_920986384592014_2078225999_o

10936456_920986557925330_2062333162_o

10938816_920986697925316_763552344_o

10936776_920986611258658_1727616914_o

10936358_920986537925332_1615380504_o

10936784_920986367925349_8513094_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები