შარშან საქართველოში 60 736 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა
2014 წელს საქართველოში 60 736 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შარშან დაბადებულთა უმრავლესობა – 51.65 % (31 371) ვაჟია და 48.35 % (29 318) – გოგონა. დაბადებულებს შორის, ყველაზე მეტი ბავშვი (5 755 – 2 978 ბიჭი და 2 777 გოგო) 2014 წლის ივლისში გაჩნდა.
დაბადების რეგისტრაციის მიხედვით ლიდერი ქალაქებია: თბილისი –15 454; ბათუმი – 2 695; ქუთაისი –2 541; გორი – 2 049; რუსთავი – 2 029.
რაიონების მისამართების მიხედვით ახალშობილთა რეგისტრაციის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
იმერეთში 8 516 ბავშვი დარეგისტრირდა, ქვემო ქართლში – 7 209; აჭარაში – 6 139, კახეთში – 5 425; სამეგრელო–ზემო სვანეთში – 4 138, შიდა ქართლში – 4 014.
აფხაზეთის მისამართზე 3 285 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა,
სამცხე–ჯავახეთში – 2 397,
გურიაში –1 690, მცხეთა–მთიანეთში–1 436.
ცხინვალის მისამართზე 429 ახალშობილის რეგისტრაცია მოხდა, ხოლო რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში 400 ახალშობილი დარეგისტრირდა.
გასული ექვსი წლის დაბადების რეგისტრაციის მაჩვენებელი კი ამგვარია: 2013 წელს 57 860 ახალშობილი დაიბადა, 2012 წელს – 58 175, 2011 წელს–59 381, 2010 წელს– 63 726, 2009 წელს–63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი დაიბადა.
8516 – იმერეთი, 7209 ქვემო–ქართლი, 6139 აჭარა, 5425 – კახეთი, 4138 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 4014 – შიდა–ქართლი, 3285 – აფხაზეთი, 2397 – სამცხე–ჯავახეთი, 1690 – გურია, 1436 – მცხეთა–მთიანეთი, 429 – ცხინვალი, 400 – რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი.