ააიპ „კავკასიონის სინერგიის“ მორიგი საქველმოქმედო აქცია
15 იანვარს, 13:00 საათზე, ხოშარაულის 22 ნომერში ააიპ „კავკასიონის სინერგია“ და მისი პრეზიდენტი, ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე, პროექტ „მჭირდების“ ფარგლებში, მორიგ საახალწლო საქველმოქმედო დღესასწაულს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უმწეო და ღარიბი ოჯახების არასრულწლოვან 100 ბავშვს დაპატიჟებენ კვებაზე, საჩუქრებით გაულამაზებენ ბაშვურ ყოფას და წარმატებების არტთერაპიით, ნახატებით, თამაშ-თამაშით აუმაღლებენ განწყობას. ბავშვობის ლამაზი მოგონებების, ერთ ჯადოსნურ დღესასწაულს აჩუქებენ.
„ძალიან გვჭირდება ადამიანების, მეწარმეების, პარლამენტარების, სახელმწიფოს, საჯარო მოხელეების ჩართულობა, რადგან თბილისში უმძიმესი მდგომარეობა აქვთ და ძალიან დათრგუნულები არიან ბავშვები, სოფელზე რომ აღარაფერი ვთქვათ! „კავკასიონის სინერგიას“ რეკვიზიტებია: GE63BG0000000346191900; „ცხელი ხაზი“: 0 901 500 519. შეუძლიათ დაგვირეკონ „მაგთიდან“ და „ჯეოსელიდან“. აგრეთვე: ს/ტ:597173327 ან 555 727 767. გვჭირდებიით!“ – ამბობს ლიკა ბებურიძე.