რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელებს – ძეგლებს თავი დაანებეთ

  მოსკოვი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის ქალაქებში საბჭოთა ეპოქისდროინდელი ძეგლები აიღეს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევისგან მოითხოვა, რომ თავი დაანებონ მონუმენტების ხელყოფას. ,,გუშინ ლვოვის ოლქში ადგილი ჰქონდა მორიგ რუსოფობიულ, ბარბაროსულ აქციას, კერძოდ კი, რუსი მხედართმთავრის მიხეილ კუტუზოვის ძეგლის დემონტაჟს. ჩვენ უკრაინის ახალი ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს განუკითხაობა“, -აცხადებს რუსეთის საგარეო სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ ლვოვის ოლქის ქალაქ ბროდში ამწეთი კუტუზოვის ძეგლი მოაშორეს. უკრაინის ტერიტორიიდან ლენინის ძეგლების მასობრივი დემონტაჟი მიმდინარეობს. ძეგლებს იღებენ ოდესაში, კიროვოგრადში, ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში და ჟიტომირშიც. მხოლოდ ხარკოვის მცხოვრებლებმა არ ისურვეს მათი საყვარელი ილიჩის ძეგლის აღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები