მაიდანმა მომავალი ხელისუფლებისადმი მოთხოვნები გაახმოვანა

  უკრაინის სახალხო ნდობის მთავრობის წევრად ამ ქვეყნის მდიდართა ასეულიდან ვერ მოხვდებიან. ხელისუფლებაში არ დაიშვებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაკებიც, რომლებიც თანამდებობებს 2010 წლის დასაწყისიდან იკავებდნენ – ასეთი შერჩევის კრიტერიუმი ჩამოაყალიბა „მაიდნის ნდობის წრემ“ (коло). სხვა მოთხოვნებია, აგრეთვე: ამ სფეროში მინიმუმ 7 -წლიანი სამუშაო გამოცდილება, უკრაინის უშიშროების სამსახურის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ 5 -წლიანი მუშაობის სტაჟი და ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციული საქმიანობის არქონა, – აღნიშნულია „მაიდნის ნდობის წრის“ განცხადებაში.
,,ამ კრიტერიუმებით ჩვენ ყველა კონკრეტულ კანდიდატს, რომელსაც ახალი საპარლამენტო უმრავლესობა შემოგვთავაზებს, გადავამოწმებთ. შედეგებს კი თქვენ მოგახსენებთ. მთავრობის თითოეულმა წევრმა მაიდნისგან თანხმობა უნდა მიიღოს“, – ჩაწერილია დოკუმენტში. „მაიდნის ნდობის წრის“ სამდივნოს წარმომადგენელმა ბალერი პეკარმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ აქ გაერთიანებული არიან ,,მაიდნის“ ძლიერი, ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციები. ავტომაიდნის წარმომადგენლის სერგეი პოიარკოვის თქმით, მის გარდა „მაიდნის ნდობის წრეში“ მედიკოსებიდან ოლგა ბოგომოლეცი, სამართლის სექტორიდან დიმიტრი იაროში, მაიდნის სასულიერო რადიდან მეუფე სტეფანი, ავღანეთში მებრძოლი სამხედროებიდან ოლეგ მიხნიუკი, გრომადის სექტორიდან ბლადიმერ ვიატოვიჩი, რუსლან ლიჟიჩკო და სვიატოსლავ ვაკარჩუკი შედიან.
,,მაიდნის ნდობის წრე“, – ეს მაიდნის ხელმძღვანელი ორგანო არ არის. პირობითად რომ ვთქვათ, ეს არის შუამავალი მაიდანსა და მენეჯერებს შორის, რომელთაც ხალხი აირჩევს“, – განმარტავს მეუფე სტეფანი. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ სია საბოლოო არ არის და იგი გაიზრდება, მისი წევრები კი კანდიდატურებს რაიმე თანამდებობაზე თავად არ ასახელებენ.
,,ჩვენ ვითხოვთ არა მხოლოდ მთავრობას, არამედ სახალხო ნდობის მთავრობას. ასეთი მთავრობა შეულახავი რეპუტაციის მქონე აღიარებული პროფესიონალებისგან უნდა ჩამოყალიბდეს, – აღნიშნულია „მაიდნის ნდობის წრის“ განცხადებაში.
მონაწილეებმა ასევე განაცხადეს, რომ ორშაბათს, გვიან საღამოს ისინი ფინანსთა მინისტრს იური კოლობოვს, მისივე ინიციატივით, ხელისუფლების გადაცემის საკითხებზე  დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდნენ. მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი კმაყოფილნი დარჩნენ შეხვედრის შედეგებით. სიტუაცია რთულია, თუმცა ეფექტური მუშაობით ქვეყანა დეფოლტს თავს დააღწევს – განუცხადა პეკარმა ჟურნალისტებს.
როგორც ცნობილი გახდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. სახალხო დეპუტატმა ნიკოლაი პუდიკოვსკიმ პარლამენტში პროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნები დაინიშნა. არაფრაქციული დეპუტატის ვიქტორ ბალოგას წინადადებაა, რომ საპარლამენტო არჩევნები 22 ივნისს გაიმართოს. შესაბამისი ბრძანება უმაღლეს რადაში 24 თებერვალს დარეგისტრირდა. დღეს, 25 თებერვალს, უკრაინაში სტარტი აიღო პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ. წინასაპრეზიდენტო აგიტაცია 20 აპრილიდან 23 მაისამდე გაგრძელდება. არჩევნები კი 25 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები