Kaya Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

Kaya Group-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს. თურქული კომპანიის ხელმძღვანელობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას Kaya Group-ის საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრეს. თურქული კომპანია საქართველოში ტექსტილის ბიზნესის წარმოებას და პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს გეგმავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოტენციურ ინვესტორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
პრემიერმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველო-თურქეთის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზეც.
„გვჯერა, რომ ერთობლივი პროექტები გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს მომავალ წლებში და აღმოაჩენს ბიზნესთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ Kaya Group-ის მიერ დაგეგმილი პროექტი წარმატებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები