ვიქტორ იანუკოვიჩის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემას რადამ მხარი დაუჭირა

      უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემას უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უმაღლესმა რადამ მიიღო დებულება, უკრაინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის აღიარების თაობაზე. დეპუტატები მოითხოვენ, იანუკოვიჩთან ერთად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, კიევში 18-დან 20 თებერვლის ჩათვლით 82 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები