ვენეციის კარნავალი
ვენეციის კარნავალი დაიწყო, მაგრამ სანამ ტრადიციულ ულამაზეს სამოსში გამოწყობილი ტურისტები და ადგილობრივები გამოჩნდებოდნენ, ქალაქის ვიწრო ქუჩები ზომბებმა დაიპყრეს, თუმცა კიდევ უფრო ადრე არც ვალენტინობისთვის უზარმაზარი მეჯლისის მიძღვნა და არც კარნავალამდე ნიღებების სეზონი დავიწყებიათ. გუშინ ვენეციაში ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მთავარი სანახაობის მომსწრნენიც გახდნენ – წმინდა მარკოზის ბაზილიკიდან ანგელოზის დაშვება იხილეს. სილამაზის კონკურსის წლევანდელმა გამარჯვებულმა საკარნავალო კოსტიუმი მოირგო და ბაზილიკის კოშკიდან მაყურებლის თვალწინ დაეშვა. როგორც ამბობენ, ეს კარნავალის მთავარი სანახაობაა, თუმცა გართობის მოყვარულებს 17 დღის განმავლობაში მოწყენის საშუალება არ ეძლევათ. ღვინის დეგუსტაცია, ცხელი შოკოლადის დაგემოვნება, უძველეს სასახლეში მოჯადოებული საღამო და ჯაკომო კაზანოვას აჩრდილი – მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლება ისურვოთ და რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, ვენეციურ სასახლეებში გელოდებათ. უძველესი კარნავალი ყოველწლიურად ახალ სანახაობებს და ტურისტებისთვის განკუთვნილ შეთავაზებებს გთავაზობთ.
ვენეციის კარნავალი 15 თებერვალს იწყება და 4 მარტამდე გრძელდება.