გიორგი ალიბეგაშვილმა გურამ დოჩანაშვილს შობის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ქართველ თანამედროვე კლასიკოს მწერალს გურამ დოჩანაშვილს შობის დღესასწაული მიულოცა.
გიორგი ალიბეგაშვილი მწერალს სახლში პირადად ესტუმრა, საშობაო ნობათი გადასცა და ჯანმრთელობა და შემოქმედებითი წარმატება უსურვა.
“ამ შემთხვევაში მე ორმაგი მისია მაკისრია. როგორც საკრებულოს წარმომადგენელი ბატონ გურამს შობა–ახალ წელს, პირველ რიგში, თბილისის სახელით ვულოცავ. მეორე მხრივ, მოხარული ვარ, რომ როგორც ფილოლოგს, მისადმი უდიდესი პატივისცემის გამოხატვის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა.
სასიხარულოა, რომ იგი კვლავაც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და იმედი მაქვს, მკითხველს კიდევ ბევრი კარგი ნაშრომით, თხზულებითა და მოთხრობით გაახარებს. ვულოცავ ბატონ გურამს და მის ოჯახს დამდეგ შობას, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და დიდ შემოქმედებით წარმატებას“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
გურამ დოჩანაშვილმა გიორგი ალიბეგაშვილს შობის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი ავტოგრაფით წიგნი უსახსოვრა.
“დიდი მადლობა მობრძანებისა და დამდეგი შობის მოლოცვისთვის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ყურადღება ძალას მმატებს და პასუხისმგებლობასაც მიორმაგებს“,- განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები