სოფელ მარანთან ავარიის დროს დაშავებული მომხდარის დეტალებს იხსენებს

 

  სოფელ მარანთან ავარიის დროს დაშავებული ნინო სამუშია მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი განცხადებით, მძღოლმა მატარებელი ვერ შენიშნა, რადგან რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშანი დამონტაჟებული არ არის.
„ნათესავის სახლში ვიმყოფებოდით სტუმრად და ზუგდიდში ვბრუნდებოდით, როდესაც რკინიგზაზე გადავდიოდით, უცებ მატარებელი მანქანას უკანა მხრიდან დაეჯახა. ამ ადგილას შუქნიშანი არ არის დამონტაჟებული და ამიტომაც მოხდა ეს შემთხვევა”, – განაცხადა სამუშიამ.
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები