აბაშაში მომხდარი ავტოავარიისას დაღუპულებიც და დაშავებულებიც ზუგდიდელები არიან

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის აბაშა-სამტრედიის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული სამი ადამიანიდან სამივე ზუგდიდელია. ზუგდიდის მკვიდრ ლაშა ქარდავას, ზურაბ კემულარიასა და პაატა საამუშიას რამდენიმე საათში ქუთაისის სამედიცინო პროზექტურიდან ზუგდიდში ჩამოასვენებენ.
შემთხვევა მარანის გადასახვევთან მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც 16 მგზავრი იჯდა, მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს დაეჯახა. დაქირავებული მიკროავტობუსით მგზავრები მარანში სტუმრად იმყოფებოდნენ.
„მიკროავტობუსში მსხდომი ადამიანები იყვნენ ნათესავები და ისინი მარანში ნათესავის სახლში ძეობაზე იმყოფებოდნენ. ძეობის სუფრიდან ისევ უკან, ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ მატარებელი შეეჯახათ, რომელიც ზუგდიდიდან თბილისისკენ მიემართებოდა”, – აცხადებენ თვითმხილველები.
მიკროავტუბუსის 3 მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ წუთებში დაშავებულები სამტრედიისა და აბაშის საავადმყოფოებში გადიან მკურნალობის კურსს, თუმცა ხუთი ადამიანის ჯამრთელობის მდგომარეობა იმედის მომცემი არ არის. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ორი მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულია.

წყარო: http://www.smoge.org/?p=17816

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები