მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 14 წლის მოზარდისა კი – მძიმე. დაშავებულებიდან ორი ქუთაისის საავადმყოფოში, 2 – აბაშაში, 2 – ზუგდიდში, 2 – სამტრედიაში, 14 წლის ბიჭი კი თბილისში, იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები