ირმა ინაშვილი: სააკაშვილი 2015 წელს ფეხს აუცილებლად შედგამს გლდანის მე-8 დაწესებულებაში

  ბატონი სააკაშვილი 2015 წელს ფეხს აუცილებლად შედგამს გლდანის მე-8 დაწესებულებაში, კარანტინის გავლით, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ქერის უბნის” ანონსი ვიხილეთ. სააკაშვილი შემოდის და ასეთ ფრაზას ამბობს: “შემოვდგი ფეხი, დაგეცათ მეხი. ესეც თქვენი მეკვლე ვარ”. ძალიან მეზარებოდა დღევანდელ დღეს ამ მარაზმის კომენტირება, მაგრამ გულმა ვეღარ მომითმინა. ძვირფასო სცენარისტებო, ბატონი სააკაშვილი 2015 წელს ფეხს აუცილებლად შედგამს გლდანის მე-8 დაწესებულებაში, კარანტინის გავლით. პატიმრები გისოსებიდან მიესალმებიან და წაუმღერებენ:” მოდი, აქ დაჯექ, ქალო”-ს… მეხიც დაეცემა და თავზარიც. ასე რომ, მომავალ სერიებში გაითვალისწინეთ, კარგით?!” – წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები