მოქალაქეები დღეს პატრიარქს იუბილეს მიულოცავენ

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. საქართველოს მოქალაქეეები დღეს ილია მეორეს იუბილეს მიულოცავენ. საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქისთვის დაბადების დღის მისალოცად საპატრიარქოში მიღება დღეს, 19:00 საათზე დაიწყება. საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, პატრიარქს იუბილე მიულოცოს.
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები