საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები მიუტანეს


შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას აგრძელებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ქვეყნის ყველა რეგიონში ეხმარებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი დიმიტრი მაისურაძე და მისი თანამშრომლები ქალაქ თელავში მცხოვრებ მალხაზ მაისურაძის რვაშვილიან ოჯახს საახალწლოდ ესტუმრნენ.
მათ მაისურაძეების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, პრესონალური კომპიუტერი, მტვერსასრუტი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ქალაქ თელავში შალვა აფციაურის ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა აფციაურების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: სარეცხი მანქანა, უთო, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშატბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jsLmxGZ3eeM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები